იუვენტუსი რეტეგის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი ჯენოასა და იტალიის ნაკრების ფორვარდის მატეო რეტეგის ტრანსფერით ინტერესდება.
ტურინული გრანდის რიგებს უახლოეს პერიოდში მოიზე კინი დატოვებს, ის კარიერას ფიორენტინაში გააგრძელებს, იუვენტუსს კი მისი შემცვლელი გაფორმება მოუწევს.
Tuttosport-ის ცნობით, ტიაგო მოტამ რეტეგის ტრანსფერს, ვის სანაცვლოდაც ჯენოა 14-15 მილიონს ითხოვს, მწვანე შუქი უკვე აუნთო.