მილანი გატის მიმართ ინტერესს არ კარგავს
ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანი იუვენტუსის მცველის ფედერიკო გატის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, ლომბარდიული გრანდი სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს იუვენტუსთან მოლაპარაკებების განახლებასა და იტალიელის გაფორმებას კიდევ ერთხელ ეცდება.
გამოცემის ინფორმაციით, გატის მილანში ხილვა პირადად მაქს ალეგრის სურს, მაგრამ რთულად წარმოსადგენია, რომ იუვენტუსი მის გაშვებას დათანხმდეს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
