ბალძარინი:“ იუვენტუსის ხელმძღვანელობამ უნდა გამოიღვიძოს და სპალეტის დახმარების ხელი გაუწოდოს“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანი ბალძარინიმ იუვენტუსის ხელმძღვანელობას სატრანსფერო ფანჯრაზე მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
„უკვე 22 იანვარია, სატრანსფერო ფანჯარა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, იუვენტუსი უნდა ამოქმედდეს და რაიმე მოიმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმავე სცენარს ვიხილავთ, რაც გასულ სეზონში.
„კიეზა, მინგეზა, მალდინი, მატეტა, იუვენტუსს გასულ კვირებში არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს, თუმცა ვერც ერთი მათგანის გაფორმება ვერ მოხერხდა. სპალეტი შესანიშნავად მუშაობს, მაგრამ მას გუნდის ხელმძღვანელობის მხრიდან დახმარება სჭირდება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
