TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მიქაუტაძე იუვენტუსის სიაში დაბრუნდა

Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსი ლიონის ფორვარდის გიორგი მიქაუტაძეს მიმართ ინტერესს არ კარგავს.

ტურინული გრანდი იანვარში შეტევის ხაზის გაძლიერებას ეცდება და ქართველი ფორვარდი კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

იუვე ჩვენებურის 6-თვიანი იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.