ბენფიკამ იუვეს წინადადება უარით გაისტუმრა…
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ბენფიკამ იუვენტუსის წინადადება ანტონიო სილვას თაობაზე უარით გაისტუმრა.
ტურინული გრანდი პორტუგალიელი მცველის 6-თვიანი იჯარით გაფორმებას ცდილობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
წყაროს ინფორმაციით, ბენფიკა ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმეგი არ არის, თუ შემდგომში მისი 30-35 მილიონ ევროდ გამოსყიდვა სავალდებულო იქნება.