მარსელი არტურის მიმართ ინტერესს არ კარგავს
იტალიური მედიის ცნობით, მარსელი იუვენტუსის ნახევარმცველის არტურის მიმართ ინტერესს არ კარგავს და მის გაფორმებას იანვარში ეცდება.
Tuttomercato-ს ცნობით, ტურინული გრანდი ბრაზილიელი ფეხბურთელის 15 მილიონ ევროდ გაყიდვას ეცდება, თუმცა არც მისი იჯარით გაშვებაზე იტყვის უარს, თუ დაინტერესებული მხარე არტურის ხელფასის სრულად დაფარვას დათანხმდება.
მარსელის გარდა, არტურის მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული და ბრაზილიური გუნდი იჩენს, მაგრამ ამ მომენტისთვის მის თაოაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.