მანჩინი აძურის რიგებში დაბრუნებაზე ოცნებობს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, რობერტო მანჩინის იტალიის ნაკრებში დაბრუნება სურს.
წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი მზად არის, ნაკრებში დაბრუნების სანაცვლოდ ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას, წლიურად დაახლოებით 2 მილიონ ევროს დათანხმდეს.
საბოლოო გადაწყვეტილებას იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი მიიღებს, რომელიც დიდი ალბათობით ჯოვანი მალაგო იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
