ალისონს იუვენტუსში თამაში სურს
ალისონს იუვენტუსში გადასვლა სურს და აზრს არც იმ შემთხვევაში შეიცვლის, თუ ტურინული გრანდი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსსა და ბრაზილიელ კიპერს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ლივერპულს შორის ალისონის ტრანსფერზე მოლაპარაკებები სეზონის დასრულების შემდეგ განახლდება. სქაუზერები ბრაზილიელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
