TuttoJuve

Juve per sempre sarà

მანჩესტერი ზირკზეეს სანაცვლოდ 25 მილიონს ითხოვს

მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდი ჯოშუა ზირკზეე იუვენტუსის ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.

25 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი წითელი ეშმაკების გეგმებში არ შედის და ის სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. ზირკზეეს აგენტმა კლიენტისთვის ახალი გუნდის ძებნა უკვე დაიწყო და მისი სამსახური იუვენტუსსა და რომას შესთავაზა.

Tuttomercato-ს ცნობით, ზირკზეე ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის, თუმცა მომდევნო კვირებში შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს. მანჩესტერი ნიდერლანდელის სანაცვლოდ დაახლოებით 25 მილიონს ითხოვს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).