TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მანჩესტერი იუვენტუსში სანჩოს იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო.

წყაროს ცნობით, მანჩესტერი ინგლისელი ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ კონტრაქტში ითხოვს პუნქტის ჩადებას, რომლის მიხედვითაც მისი გამოსყიდვა სეზონის ბოლოს გარკვეული პუნქტების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

თავად ინგლისელი იუვენტუსში თამაშის წინააღმდეგი არ არის და გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასრულების მოლოდინშია.