TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეიენრსის იუვენტუსში ტრანსფერი დროის საკითხია…

იტალიელი ჟურნალისტის ნიკ სემერაროს ინფორმაციით, ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერი იუვენტუსში მხოლოდ დროის საკითხია და ნიდერლანდელის ტურინში გადაბარგება უკვე გადაწყვეტილია.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ატალანტას გაუმჯობესებულ წინადადებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს და არ არის გამორიცხული, ლა დეამ ბიანკონერის შეთავაზება მიიღოს.

იუვენტუსს კოპმეინერსთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე დიდი ხანია შეთანხმებული აქვს და გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასრულების მოლოდინშია.