TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მანჩესტერი და იუვე შეთანხმებასთან ახლოს არიან

იტალიელი ჟურნალისტის მიკელე დე ბლაზის ინფორმაციით, იუვენტუსი და მანჩესტერი ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.

წითელი ეშმაკები ინგლისელი ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარით გაშვებას დათანხმდნენ, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

ამის გარდა, მანჩესტერი მომდევნო სეზონში ფეხბურთელის ხელფასის დაახლოებით 50 პროცენტს დაფარავს.