კოსტიჩი ფიორენტინას უახლოვდება
იუვენტუსმა და ფიორენტინამ ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერის დეტალები შეათანხმეს.
სერბი ფეხბურთელი ფლორენციული გუნდის რიგებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში 8 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.
ფიორენტინა კოსტიჩის კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებს, რის შემდეგ ტრანსფერი ოფიციალურად დაიხურება.