მაკკენის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსსა და უესტონ მაკკენის შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
წყაროს ცნობით, ამერიკელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს MLS-ის გუნდები იჩენენ, მაგრამ 27 წლის ფეხბურთელის პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა.
სკირას თქმით, მაკკენის იუვენტუსში დარჩენა სურს, თუმცა თუ ტურინულ გრანდთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. მაკკენის მსურველები იტალიაში, ინგლისში და ესპანეთში ჰყავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
