მაკკენის მსურველების რიგი უდგას…
უესტონ მაკკენი მიმდინარე სეზონში იუვენტუსის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და გასაკვირი არ არის, რომ მის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი იჩენს.
Calciomercato-ს ცნობით, ამერიკელის გაფორმება ინტერს, მილანს, რომას და რამდენიმე ინგლისურ გუნდს სურს.
მაკკენის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან სეზონის ბოლოს იწურება და მას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვისთანავე პრე-კონტრაქტის გაფორმება ნებისმიერ გუნდთან შეეძლება.
იუვენტუსი თავის მხრივ ამერიკელის შენარჩუნებას ცდილობს და უახლოეს პერიოდში მას გაუმჯობესებულ წინადადებას წარუდგენს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
