TuttoJuve

Juve per sempre sarà

მაკკენის კონტრაქტზე მუშაობა დასკვნით ფაზაშია

იუვენტუსი უესტონ მაკკენის ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას აგრძელებს და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ამერიკელის მიმდინარე ხელშეკრულება ტურინულ გრანდთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა ის გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად მოიაზრება, ამიტომ იუვენტუსს მაკკენის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

მირკო დი ნატალეს ცნობით, მაკკენის ახალი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი, მისი 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ამერიკელის გასამრჯელო სეზონში 3.5 მილიონამდე გაიზრდება, რასაც ბონუსები დაემატება.

44 views
error: დაცული კონტენტი !