TuttoJuve

Juve per sempre sarà

მაკკენის იუვენტუსში დარჩენის შანსი იზრდება

SportMediaset-ის ინფორმაციით, უესტონ მაკკენის იუვენტუსში დარჩენის შანსი სულ უფრო იზრდება.

წყაროს ცნობით, თუ რამდენიმე კვირის წინ ამერიკელის გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, ახლა სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია.

გამოცემის ინფორმაციით, ჯერჯერობით მხარეებს შორის ფინანსურ ასპექტებზე საბოლოო შეთანხმება არ არსებობს, მაგრამ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და მსურველების გრძელი სიის მიუხედავად, ამერიკელის პრიორიტეტი ტურინულ გრანდში დარჩენაა.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !