მაკკენის ახალი კონტრაქტის თაობაზე მთავარი პრობლემა აგენტის საკომისიოა
იუვენტუსი უესტონ მაკკენის ახალ კონტრაქტზე მუშაობას აგრძელებს და ჯერჯერობით მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება.
SportItalia-ს ცნობით, ტურინული გრანდი მზად არის, ამერიკელ ფეხბურთელს წლიური გასამრჯელო 3.5-4 მილიონამდე გაუზარდოს.
წყაროს ინფორმაციით, მთავარი პრობლემა ამ მომენტისთვის ფეხბურთელის აგენტია, რომელიც მნიშვნელოვან საკომისიოს ითხოვს, რაც ჯერჯერობით მოლაპარაკებებს ართულებს, მაგრამ მხარეები პოზიტიურად არიან განწყობილები.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
