მაკკენიმ გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა…
იუვენტუსი ინტერთან მატჩისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებს.
IlBianconero-ს ინფორმაციით, დღეს უესტონ მაკკენიმ გუნდისგან განცალკევებით, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.
წყაროს ცნობით, ამერიკელმა ფეხბურთელმა ლაციოსთან მატჩში კოჭზე მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა ტრავმა სერიოზული არ არის და ის ხვალიდან სრული დატვირთვით მუშაობას განაახლებს.
გუნდთან ერთად ივარჯიშა შიკო კონსეისაუმ, ის ინტერთან მატჩში დიდი ალბათობით სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
