TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენი იუვენტუსისგან კომპენსაციის სახით 2 მილიონს ითხოვს

იტალიელი ჟურნალისტის ნიკ სემერაროს ინფორმაციით, ბოლო საათებში დუგლას ლუისის იუვენტუსში ტრანსფერზე მიმდინარე პროცესები პოზიტიურად ვითარდება.

წყაროს ცნობით, რაც არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ დაადასტურა, ერთადერთი პრობლემა ამ მომენტში უესტონ მაკკენის ფინანსური მოთხოვნებია.

მაკკენი იუვენტუსისგან გუნდის დატოვებისა და ასტონ ვილაში გადასვლის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 2 მილიონ ევროს ითხოვს და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ტურინელებმა ასეთი მნიშვნელოვანი ოპერაცია 2 მილიონის გამო ჩაშალონ.

მაკკენი ასტონ ვილას წლიური გასამრჯელოს სახით 4 მილიონ ევროს სთხოვს და ინგლისელები ამ თანხის გადახდის წინააღმდეგები არ არიან.