TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლივერპულის ინტერესი ილდისის მიმართ სერიოზულია

ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, ლივერპულის ინტერესი იუვენტუსის ტალანტის კენან ილდისის მიმართ სერიოზულია.

წყაროს ცნობით, სქაუზერთა რიგებში მოჰამედ სალაჰისა და ლუის დიასის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მათი წასვლის შემთხვევაში კი ინგლისელების ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე სწორედ თურქი ფეხბურთელი იქნება.

იუვენტუსის პოზიცია ილდისის მიმართ უცვლელია, ის ტიაგო მოტას გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მოიაზრება, რომელიც ევროპის დასრულების შემდეგ გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და რთულად წარმოსადგენია, რომ ბიანკონერიმ მის სანაცვლოდ მიღებული წინადადებები განიხილოს.