TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენი იუვენტუსს დატოვებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი უესტონ მაკკენის ქცევით უკმაყოფილოა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მისი გაყიდვა სურს.

მაკკენის ფინანსურმა მოთხოვნებმა ტურინულ გრანდსა და ასტონ ვილას შორის დუგლას ლუისის ტრანსფერის თაობაზე სერიოზული პრობლემები შექმნა, მისი ულტიმატუმის ენა კი გუნდის ხელმძღვანელობას არ მოეწონა და კრისტიანო ჯუნტოლი ამერიკელის გაყიდვას ეცდება.

მაკკენის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და ტურინელები მის ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობდნენ, თუმცა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, იუვემ მოლაპარაკებები შეაჩერა და მისი მსურველის ძიებაშია.