TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილანი, რეალი და ინგლისური გუნდები რაბიოს გაფორმებას ცდილობენ

იტალიური მედიის ცნობით, ადრიენ რაბიოსა და იუვენტუსის გზები 30 ივნისს საბოლოოდ გაიყოფა.

ფრანგმა ფეხბურთელმა ტურინული გრანდის წინადადება კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე უარით გაისტუმრა, რადგან მას ხელფასის სახით მინიმუმ 8 მილიონი ევროს მიღება სურს, კრისტიანო ჯუნტოლი კი ამ თანხის გადახდას არ აპირებს, ამიტომ რაბიო გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

MilanNews-ის ცნობით, როსონერი ფრანგის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება, თუმცა როსონერის კონკურენციას რეალი და ინგლისური გუნდები გაუწევენ.