მაკკენი გასამრჯელოს სახით 5 მილიონ ევროს ითხოვს…
იუვენტუსი უესტონ მაკკენის გაყიდვაზე მუშაობას აგრძელებს და ამერიკელს მსურველები არ აკლია, თუმცა პრობლემა მის მიერ მოთხოვნილი მაღალი ხელფასია.
ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, მაკკენი ახალი გუნდისგან სეზონში ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც არც ერთი დაინტერესებული მხარე არ აპირებს.
მაკკენის ტრანსფერით ერთ-ერთი ყველაზე დაინტერესებული გუნდი ფიორენტინაა, თუმცა იები მის გონსალესის სანაცვლოდ მიღებაზე უარს ამბობენ და ამ ტრანსფერის განხილვა განცალკევებით სურთ.