ლუკუმის ტრანსფერში იუვენტუსს კონკურენციას ინტერი გაუწევს
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსს ბოლონიას მცველის ჯონ ლუკუმის ტრანსფერში კონკურენციას ინტერი გაუწევს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ნერაძურიმ კოლუმბიელი მცველის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა და მომდევნო დღეებში ბოლონიასთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება.
ბოლონია ამ მომენტისთვის ფეხბურთელის სანაცვლოდ მის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის – 28 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს, თუმცა ლუკუმის კონტრაქტი გუნდთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომ სავარაუდოდ როსობლუს ამ თანხის სემცირება მოუწევს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
