იუვენტუსს ლუკუმის გაფორმება 22 მილიონის ფარგლებში სურს
იუვენტუსი ბოლონიასთან ჯონ ლუკუმის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ტურინული გრანდი კოლუმბიელი მცველის გამოსასყიდი თანხის – 28 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსს ფეხბურთელის გაფორმება 22 მილიონი ევროს ფარგლებში სურს და არ არის გამორიცხული, ეს თანხა ტრანსფერში ფაბიო მირეტის ან ვასილიე აჯიჩის ჩართვით შემცირდეს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
