ლუისი იუვენტუსის განკარგულებაში დაბრუნდა
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის რომეო აგრესტის ინფორმაციით, დუგლას ლუისი გუნდის განკარგულებაში დაბრუნდა.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და დიდი ალბათობით ლილთან მატჩის განაცხადში მოხვდება.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ნიკო გონსალესი გუნდს ვერც ლილის წინააღმდეგ დაეხმარება.