TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბენატია:“ იუვენტუსმა ჩვეული მენტალიტეტი და აგრესია უნდა დაიბრუნოს“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად მარსელის მრჩეველმა მეჰდი ბენატიამ ლილთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„იუვენტუსმა უნდა დაიბრუნოს ის მენტალიტეტი და აგრესია, რომელიც ყოველთვის ბიანკონერის გამოსარჩევი მახასიათებლები იყო.

„ლილთან მატჩი ? მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. ლილს სეზონის სტარტზე გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ნელ-ნელა ფორმაში შევიდნენ და კარგ თამაშს აჩვენებენ. მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები და ორგანიზებული გუნდი ჰყავთ, შეუძლიათ ნებისმიერი გუნდისთვის პრობლემების შექმნა.

„როგორ უნდა დაიცვას თავი იუვენტუსმა დევიდის წინააღმდეგ ? გუნდურად და არა ერთი-ერთზე თამაშით, ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია, კარგად გამოსდის დრიბლინგი და არის შესანიშნავი ფინიშერი.

„მოტას იუვე ? გუნდში ზაფხულში ბევრი რამ შეიცვალა და ტიაგოს ჯერჯერობით სესაბამისი ბალანსი არ უპოვნია, რაც სრულიად ნორმალურია. თამაშის სტილის შეცვლას და ახალი ფეხბურთელების ადაპტაციას დრო სჭირდება, მაგრამ იუვენტუსს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და მათ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლიათ.

„ბრემერი ? მისი ტრავმა ძალიან სამწუხაროა, გლეისონი თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.“