TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლოკატელის იუვენტუსიდან წასვლა რეალური ხდება

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მარსელის ინტერესი იუვენტუსის ნახევარმცველის მანუელ ლოკატელის მიმართ სერიოზულია.

Footmercato-ს ცნობით, გუნდში იტალიელი ნახევარმცველის ხილვა მარსელის ახალ მწვრთნელს რობერტო დე ძერბის სურს, ვისთან ერთადაც ის სასუოლოში მუშაობდა.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი მანუელ ლოკატელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუ რომელიმე მხარე მის სანაცვლოდ 30-35 მილიონ ევროს გადაიხდის.