TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლოკატელი:“ დამსახურებული გამარჯვება, ჩვენ ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს“

იუვენტუსის ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ სიტისთან მატჩი შეაფასა.

„დუელი ჰოლანდის წინააღმდეგ ? ის დიდებული ფეხბურთელია, ვისაც მცირე სივრცის გამოყენება და გოლის გატანა შეუძლია, ამიტომ ვცდილობდი, მასთან მაქსიმალურად ახლოს ვყოფილიყავი.

„იდეალური მატჩი ? თითოეული ჩვენგანი გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე დაიხარჯა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ, რის გამოც ბედნიერები დავიძინებთ.

„ჩვენ სერია ა-ში ქულები გავანიავეთ, ამის უფლება არ გვაქვს, რადგან გაცილებით მეტი შეგვიძლია და ყველა მეტოქის წინააღმდეგ იმავე მონდომებით უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს დღეს გავაკეთეთ.

„ჩვენ უნდა შევცვალოთ მატჩისადმი მიდგომა და არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომები, რომელთა გამოც ბოლონიასა და ლეჩესთან მატჩებში დავისაჯეთ.“