TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ მანჩესტერ სიტისთან გამარჯვება შეაფასა.

„მოტივირებული იუვე ? არა მხოლოდ ეს, ჩვენ მოედანზე მთელი სულთ და გულით ვითამაშეთ, ვიღებდით სწორ გადაწყვეტილებებს და რაც მთავარია, თითოეულ ფეხბურთელს მონდომება და მოტივაცია ეტყობოდა.

„ჩვენ მატჩის სტარტამდე ვიცოდით, რომ სიტის წინააღმდეგ უკან ყოფნა მოგვიწევდა, თუმცა ჩვენ სწორ მომენტებში წინ მივდიოდით და მომენტებს ვქმნიდით. ეს სრულიად დამსახურებული გამარჯვებაა.

„ცვლილებები ? მაკკენის მოედანზე ყველაფერი შეუძლია. კოპმეინერსის შეცვლა ძალიან რთულია, რადგან ის გუნდის ტემპსა და ორიენტაციას განაგებს, უესს კი სხვა მახასიათებლები აქვს, ის არის ფიზიკური, თუმცა ამავდროულად ძალიან ტექნიკური. მე მიხარია, რომ ასეთი ფეხბურთელები მყავს.

„საუკეთესო მატჩი ? ლაიფციგში გამართული შეხვედრაც გამორჩეული იყო, თუმცა დიდი პატივისცემის მიუხედავად, დღეს ჩვენი მეტოქე სულ სხვა კალიბრის გახლდათ. ჩვენ ვიყავით კომპაქტურები, თავს კარგად ვიცავდით და როდესაც მომენტი იყო, შეტევაში სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით. ეს შესაძლოა ყველაზე ლამაზი იუვე არ იყო, მაგრამ ემოციები ნამდვილად საუკეთესოა. ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რადგან გაცილებით მეტი შეგვიძლია, თუმცა დღევანდელი მატჩი დიდი ნაბიჯია.“