ლობოტკა იუვენტუსის ერთ-ერთ პოტენციურ სამიზნედ რჩება
იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის მასიმო პავანის ინფორმაციით, ტურინული გრანდი ნაპოლის ნახევარმცველის სტანისლავ ლობოტკას ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, ლობოტკა პირადად ლუჩიანო სპალეტის არჩევანია და ზაფხულში ის იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე იქნება.
31 წლის ფეხბურთელის მიმიდნარე კონტრაქტი ნაპოლისთან სეზონის ბოლოს იწურება და დიდი ალბათობით პარტენოპეის ზაფხულში მისი გაყიდვა მოუწევს, თუმცა იუვენტუსს დე ლაურენტისთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
