ლივერპულის ინტერესი კიეზას მიმართ სერიოზულია
იტალიური მედიის ცნობით, ლივერპული იუვენტუსის ვინგერის ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.
სქაუზერები ფეხბურთელის გაფორმებას გასულ ზაფხულშიც ცდილობდნენ, თუმცა მაშინ ინგლისელებმა კიეზას სანაცვლოდ მოთხოვნილი 45-50 მილიონის გადახდაზე უარი თქვეს, ახლა კი მისი გაფორმება დაახლოებით 15 მილიონად შეუძლიათ.
SportItalia-ს ცნობით, კიეზამ ლივერპულში ტრანსფერს მწვანე შუქი უკვე აუნთო და მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.