ლივერპული ხეფრენ ტურამის ტრანსფერით ინტერესდება
ინგლისური წყაროების ცნობით, ლივერპული სეზონის ბოლოს იუვენტუსის ნახევარმცველის ხეფრენ ტურამის გაფორმებას ეცდება.
CaughtOffside-ს ცნობით, სქაუზერები მზად არიან, მის სანაცვლოდ იუვენტუსს 45 მილიონი ევრო შესთავაზონ, რასაც შემდგომში გარკვეული ბონუსები დაემატება.
წყაროს ინფორმაციით, ტურამი ლუჩიანო სპალეტის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მოიაზრება და იუვენტუსის დარწმუნება მარტივი არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
