ლივერპული და მანჩესტერი კონსეისაუს ტრანსფერით ინტერესდებიან
იტალიური მედიის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული იუვენტუსის გარემარბის შიკო კონსეისაუს ტრანსფერით ინტერესდებიან.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინგლისური გუნდის სკაუტები პორტუგალიელს რამდენიმე კვირაა აკვირდებიან და ის ზაფხულში პრემიერ ლიგის გრანდების ერთ-ერთი სამიზნე იქნება.
კონსეისაუ თავის მხრივ ლუჩიანო სპალეტის გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წევრად მოიაზრება, ამიტომ ტურინული გრანდი მის მარტივად დათმობას არ აპირებს და პორტუგალიელს მხოლოდ მნიშვნელოვანი წინადადების მიღების შემთხვევაში გაუშვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
