ატლეტიკო და იუვენტუსი გონსალესის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ატლეტიკო იუვენტუსთან ნიკო გონსალესის თაობაზე მოლაპარაკებებს შეუდგა.
წყაროს ცნობით, ესპანელებს არგენტინელი ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ, თუმცა მისი გამოსასყიდი თანხის – 32 მილიონი ევროს გადახდა არ უნდათ და მის შემცირებას ითხოვენ.
იუვენტუსი თავის მხრივ ჯერჯერობით დათმობაზე წასვლას არ აპირებს და ლუჩიანო სპალეტი არგენტინელის ტურინში დაბრუნებისა და მისი გუნდში ინტეგრაციის წინააღმდეგი არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
