TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლივერპული ჯერჯერობით ალისონის გაშვებაზე უარს ამბობს

იუვენტუსსა და ლივერპულს შორის ჯერჯერობით ალისონის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

ბრიტანული გამოცემა Givemesport-ის ცნობით, სქაუზერებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა არ სურთ და ამ მომენტისთვის ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებენ.

ალისონს თავის მხრივ იუვენტუსში გადასვლა სურს, მაგრამ ლივერპულთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდა და თუ ინგლისელებმა მის გაყიდვაზე უარი თქვეს, ბრაზილიელი მომდევნო სეზონში წითლების რიგებში დარჩება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)