TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლევანდოვსკის აგენტი დაინტერესებულ გუნდებთან შეხვედრებს გამართავს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რობერტ ლევანდოვსკის აგენტი მომდევნო კვირებში ევროპაში იმოგზაურებს და მისი კლიენტით დაინტერესებულ გუნდებთან შეხვედრებს გამართავს.

წყაროს ცნობით, იტალიაში პოლონელი ფორვარდის მიმართ ინტერესს იუვენტუსი და მილანი იჩენენ, თუმცა არც მისი ბარსელონაში დარჩენაა გამორიცხული.

ლევანდოვსკის მსურველები ამერიკაში და არაბეთშიც ჰყავს, მაგრამ მისი პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)