ლიბერალიმ კომოში გადასვლა გადაწყვიტა
ახალგაზრდა იტალიელმა ტალანტმა მატია ლიბერალიმ კარიერის კომოში გაგრძელება გადაწყვიტა.
19 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზე არაერთი გუნდი, მათ შორის იუვენტუსი მუშაობდა, მაგრამ კომომ მას რეგულარული თამაშის გარანტია მისცა და იტალიელმა სწორედ ლომბარდიულ გუნდში გადასვლა არჩია.
კომო ლიბერალის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს გადაიხდის, საიდანაც 50 პროცენტს მისი მშობლიური გუნდი მილანი მიიღებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
