იუვე მომავალში დაფარასა და პუჩკას გაყიდვის შემთხვევაში თანხის მნიშვნელოვან პროცენტს მიიღებს
იუვენტუსმა ფინანსური წლის პოზიტიურად დახურვის მიზნით ივნისის თვის ბოლო საათებში გუნდიდან ორი ტალანტი დავიდ პუჩკა და ჯოვანი დაფარა გაუშვა.
დაფარა პარმაში გადაბარგდა, იუვენტუსმა მის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო მიიღო, მომავალში მისი გაყიდვის შემდეგ ტურინული გრანდი დამატებით სრული თანხის 20 პროცენტს მიიღებს.
პუჩკას რაც შეეხება, ის ჯენოაში 5 მილიონად გადავიდა, მომავალში კი მისი გაყიდვის შემდეგ იუვენტუსი სრული თანხის 10 პროცენტს მიიღებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
