TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლეჩემ იუვენტუსს დორგუს ფასი შეუთვალა

იუვენტუსი ლეჩეს ტალანტის პატრიკ დორგუს მიმართ ინტერესს არ კარგავს, მაგრამ ტურინულ გრანდს ფეხბურთელის იანვარში გაფორმება გაუჭირდება.

Tuttomercato-ს ცნობით, ლეჩე 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30-40 მილიონ ევროს ითხოვს და მისი იჯარით გაშვებას არ აპირებს, ამიტომ მისი ტურინული გრანდის რიგებში ხილვა იანვარში რთულად წარმოსადგენია.

წყაროს ინფორმაციით, იუვე სავარაუდოდ დორგუს გაფორმებას სეზონის ბოლოს ეცდება.

error: დაცული კონტენტი !