TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლანსს ოპენდას დაბრუნების იმედი აქვს

ლანსი სეზონის ბოლოს იუვენტუსის შემტევის ლოი ოპენდას დაბრუნებას ეცდება.

ბელგიელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის გეგმებში აღარ შედის და სეზონის ბოლოს ის ბიანკონერის რიგებს დატოვებს.

იუვენტუსს ოპენდას სანაცვლოდ გადახდილი თანხის – 45 მილიონის უკან დაბრუნება გაუჭირდება, ამიტომ ამ მომენტისთვის ყველაზე რეალური ვარიანტი მისი იჯარით გაშვებაა.

Tuttomercato-ს ცნობით, ლანსი სეზონის ბოლოს ბელგიელის იჯარით გაფორმებას ეცდება, შემდგომში მისი გამოსყიდვის პერსპექტივით.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !