TuttoJuve

Juve per sempre sarà

მინგეზამ სელტასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა

იუვენტუსი სელტას ფეხბურთელის ოსკარ მინგეზას მიმართ ინტერესს არ კარგავს.

ესპანელი მარჯვენა მცველის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და Tuttomercato-ს ცნობით, მან სელტას წინადადება უარით გაისტუმრა და გუნდის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებას გეგმავს.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი მის უფასოდ გაფორმებას ეცდება. ფეხბურთელთან მოლაპარაკებები იანვარში დაიწყო და 26 წლის ფეხბურთელი კარიერის ტურინში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !