კოპმეინერსს ჯერჯერობით რეალური მსურველი არ ჰყავს
იუვენტუსი ზაფხულში ტეუნ კოპმეინერსის გაყიდვას ეცდება, თუმცა ეს მარტივი ამოცანა არ იქნება.
SportMediaset-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელ ფეხბურთელს ამ მომენტისთვის რეალური მსურველი არ ჰყავს. მას გასულ კვირებში გალათასარაის უკავშირებდნენ, მაგრამ თურქები ფეხბურთელის იჯარაზე მუშობდნენ, იუვენტუსი კი მის არენდა არ განიხილავს.
წყაროს ცნობით, კაპიტალის დაკარგვის თავიდან ასარიდებლად იუვენტუსს ტეუნის მინიმუმ 30 მილიონად გაყიდვა მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ტურინში დარჩება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
