იუვენტუსმა შესაძლო რაშფორდის ტრანსფერზე მუშაობა განაახლოს
იუვენტუსი გასულ ზაფხულს მარკუს რაშფორდის გაფორმებას ცდილობდა და არ არის გამორიცხული, ტურინულმა გრანდმა მის ტრანსფერზე მუშაობა განაახლოს.
რაშფორდი ამ მომენტისთვის იჯარის წესით ბარსელონაში თამაშობს, მისი შემდგომში 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.
ბრიტანული გამოცემა SprotsBoom-ის ცნობით, ბარსელონას ჯერჯერობით მისი გამოსყიდვა გადაწყვეტილი არ აქვს.
წყაროს ინფორმაციით, თუ რაშფორდი მანჩესტერში დაბრუნდა, იუვენტუსი მისი ერთ-ერთი მსურველი იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
