გატი იუვესთან ახალ კონტრაქტს დეკემბერში გააფორმებს
იტალიური მედიის ინფორმაციით, ფედერიკო გატი იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს მიმდინარე წლის ბოლოს მოაწერს ხელს.
SportItalia-ს ცნობით, მხარეებს შორის ახალი კონტრაქტის ძირითადი დეტალები უკვე შეთანხმებულია, მათ შორის მომდევნო შეხვედრა დეკემბერშია ჩანიშნული, რის შემდეგაც იტალიელი ტურინულ გრანდთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.
გატი იუვენტუსის ღირსებას 2029 წლის ზაფხულამდე დაიცავს, მისი გასამრჯელო სეზონში ბონუსების ჩათვლით 2.5 მილიონი ევრო იქნება.