TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონტე:“ ტურინიდან ქულის წაღება პოზიტიური შედეგია“

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ იუვენტუსთან შეხვედრა შეაფასა.

„იუვენტუსმა გასული სეზონი 18-ქულიანი უპირატესობით დაასრულა, ამიტომ დღეს ტურინში ქულის მოპოვება პოზიტიური შედეგია.

„ჩვენ დაცვაში სოლიდურები ვიყავით და მეტოქეს მომენტების შექმნის საშუალება არ მივეცით, თუმცა შეტევაში უფრო აგრესიული თამაში გვმართებდა.

„საერთო ჯამში ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ, გუნდს ბევრი სამუშაო აქვს, მაგრამ ჩვენ სწორ გზაზე ვართ.

„ამ სტადიონზე ჩამოსვლა და თამაში მარტივი არ არის, მე ეს კარგად ვიცი, ამიტომ ქულით კმაყოფილები ვართ.“