TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ შედეგი არ გვაკმაყოფილებს, იუვე ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვებისთვის იბრძვის“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ნაპოლისთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ვლაჰოვიჩი ? ის თავს კარგად გრძნობს და არანაირი პრობლემა არ აქვს. დუშანს კარგი პირველი ნახევარი ჰქონდა, ის გუნდს ეხმარებოდა და სივრცეების გამოყენებას ცდილობდა, თუმცა მეტოქე ბევრ სივრცეს ნამდვილად არ ტოვებდა. ჩვენ ვიცით, რომ დასკვნით ფაზაში თამაში უნდა გამოვასწოროთ.

„რატომ ვეა ? ჩვენ მოედანზე მისი მახასიათებლების ფეხბურთელი გვჭირდებოდა. დღეს თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა და ეს ძალიან მნიშვნლეოვანია.

„როდესაც მეტოქე გუნდი აქცენტს სრულად დაცვაზე აკეთებს, მათ კარში გოლის გატანა მარტივი არ არის, თუმცა ჩვენ გუნდში გვაქვს იმის ხარისხი, რომ გაცილებით კარგი თამაში ვაჩვენოთ.

„ვიცით, რომ სწორ გზაზე ვართ, თუმცა ჩვენი პოტენციალის სრულად წარმოსაჩენად ბევრი მუშაობა დაგვჭირდება.

„ზედიზედ მესამე ფრე ? ჩვენ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ მოედანზე გამარჯვებისთვის გავდივართ, ამიტომ ქულა არ გვაკმაყოფილებს.

„კალულუ ? მას კიდევ ერთი კარგი თამაში ჰქონდა. მე პიერისგან, როგორც სხვა ყველა ფეხბურთელისგან, სწორედ ასეთი დონის მატჩებს ველოდები. ჩვენ ძლიერი ფეხბურთელები გვყავს და მათ თავიანთი შესაძლებლობები ყველა მატჩში უნდა გვაჩვენონ.

„მაკკენი ? მასაც კარგი თამაში ჰქონდა. მაკკენიმ იცის, თუ როგორ წაიკითხოს ეპიზოდები და გამოიყენოს შექმნილი სივრცეები.“