TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონტე:“ იუვესთან მატჩი ? ჩვენ პროვინციულები არ უნდა ვიყოთ“

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კალიარისთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე იუვენტუსთან მოახლოებულ შეხვედრაზეც ისაუბრა.

„ვფიქრობთ თუ არა იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ? ჩვენ არ უნდა ვიყოთ პროვინციალური გუნდი, ჩვენ ყოველთვის მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ. ახლა ნაპოლის პრიორიტეტი კალიარისთან გამარჯვებაა, იუვეზე ფიქრს კი ამის შემდეგ დავიწყებთ.

„მესმის, რომ ზოგ შეხვედრას ქომაგებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენი ფოკუსი ახლა კალიარისთან მატჩი უნდა იყოს. ნაპოლის ზედიზედ 3 მატჩი უკვე დიდი ხანია არ მოუგია და ხვალ ამ ნეგატიური ტენდენციის გამოსწორების შანსი გვაქვს.“