TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი და ვლაჰოვიჩი ახალი კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებენ

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი და დუშან ვლაჰოვიჩი ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.

წყაროს ცნობით, სერბი ფორვარდი ტურინულ გრანდთან კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებს და მისი გასამრჯელო სეზონში 7 მილიონი ევრო იქნება.

ახალი კონტრაქტი იუვენტუსს სერბთან უფრო ხანგრძლივი ხელშეკრულების თაობაზე მუშაობის და მომავალში მისი შესაძლო გაყიდვის შესაძლებლობას მისცემს, ხოლო ვლაჰოვიჩი არც თუ ისე პოზიტიური სეზონის შემდეგ ნაცნობ გარემოში მუშობას განაახლებს, სტაბილურობას დაიბრუნებს და სპალეტის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)